კოლეჯი ცხუმ-ეგრისი
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი
„კიბე კონსალტინგმა“ ბენეფიციარისთვის განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო ციფრული მარკეტინგის სისტემური განვითარება, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება და სოციალური მედიის ეფექტიანობის ზრდა.
განხორციელებული სამუშაოები
სტრატეგია
-
6-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
-
მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;
-
ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა;
-
6-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება;
-
თითოეული პოსტისთვის თემატიკის, აღწერის, ტექსტის (Social Copy), არხის, ფორმატის, ვადებისა და ძირითადი საკომუნიკაციო მიზნის განსაზღვრა.
კონტენტი
-
10 ერთეული კრეატიული ვიზუალური მასალის შექმნა;
-
მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალების დამუშავება და ინდივიდუალური დიზაინის შექმნა;
-
ვიზუალური კონტენტის ბრენდის იდენტობასა და მარკეტინგულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა.
სარეკლამო და საკონსულტაციო მხარდაჭერა
-
12-კვირიანი სოციალური მედიის საკონსულტაციო მხარდაჭერა;
-
სოციალური ქსელების მართვის პროცესის ოპტიმიზაცია;
-
Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
-
სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანი განაწილება;
-
მიმდინარე შედეგების ანალიზი — მომხმარებელთა ჩართულობა, აუდიტორიის ზრდის დინამიკა და კონტენტის ეფექტიანობა.
ტრენინგი
-
ბენეფიციარის გუნდისთვის 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;
-
სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვის, კონტენტის დაგეგმვისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება.
შედეგი
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც აერთიანებს სტრატეგიას, კონტენტ-გეგმას, კრეატიულ მასალებს, სარეკლამო აქტივობებსა და შედეგების შეფასების მექანიზმს. მიღებული ცოდნისა და ინსტრუმენტების საფუძველზე ბენეფიციარის გუნდს მიეცა შესაძლებლობა, გააგრძელოს ციფრული მარკეტინგის დამოუკიდებელი და თანმიმდევრული მართვა.
პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით