საკონდიტრო - ძველი ბარაქა

საკონდიტრო - ძველი ბარაქა

Social Media Marketing (SMM) & Strategy

საკონდიტრო - ძველი ბარაქა

„კიბე კონსალტინგმა“ შპს „კალტისთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება „გაყიდვები და მარკეტინგი“ მოდულის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო სოციალური მედიის სტრატეგიული განვითარება, კონტენტის სისტემატიზება და ციფრული გაყიდვების მხარდაჭერა.

განხორციელებული სამუშაოები

სტრატეგიული დაგეგმვა

  • 6-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;

  • ბიზნეს მიზნების განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;

  • 6-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება — თვეში 8 პოსტი;

  • თითოეული პოსტისთვის სათაურის, ფორმატის, გამოქვეყნების არხისა და თარიღის განსაზღვრა.

კონტენტის შექმნა

  • 16 ერთეული კრეატიული, ვიზუალურად გაფორმებული პოსტის შექმნა;

  • ვიზუალური კონტენტის ბრენდის კონცეფციასა და დამტკიცებულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • მასალების მომზადება სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოსაქვეყნებლად.

სოციალური მედიის კონსალტინგი და ანალიზი

  • 12-კვირიანი სოციალური მედიის საკონსულტაციო მხარდაჭერა;

  • სოციალური ქსელების მართვის პროცესში მუდმივი პრაქტიკული კონსულტირება;

  • 3 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და გაშვება Meta Ads Manager-ის საშუალებით;

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;

  • მიღწეული შედეგების ანალიტიკური შეფასება — ჩართულობის მაჩვენებლები, გამომწერების ზრდის დინამიკა და ეფექტიანი კონტენტის იდენტიფიცირება.

ტრენინგი

  • ბენეფიციარის თანამშრომლებისთვის 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • სოციალური მედიის ანგარიშების დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, კამპანიის მიმდინარეობისას მიღებული მიგნებების საფუძველზე.

შედეგი

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც მოიცავს სტრატეგიას, კონტენტ-გეგმას, კრეატიულ მასალებს, სარეკლამო კამპანიებსა და შედეგების შეფასების მექანიზმს. გუნდის გადამზადებამ კი შექმნა საფუძველი აღნიშნული პროცესების დამოუკიდებლად გაგრძელებისთვის.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.