ტანსაცმლის ბრენდი - მატრია

ტანსაცმლის ბრენდი - მატრია

Social Media Marketing (SMM) & Strategy

ტანსაცმლის ბრენდი - მატრია 

„კიბე კონსალტინგმა“ ინდ. მეწარმე „ბელუკასთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება სოციალური მედიის მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, რომლის მიზანი იყო ციფრული კომუნიკაციის სტრუქტურიზება, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება და სოციალური მედიის ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება.

განხორციელებული სამუშაოები

სტრატეგია

  • 6-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;

  • ბიზნესის მიზნების განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;

  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა;

  • 6-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება — თვეში 8 პოსტი;

  • თითოეული პოსტისთვის თემატიკის, ფორმატის, არხისა და გამოქვეყნების თარიღის განსაზღვრა.

კონტენტი

  • 12 ერთეული კრეატიული, ბრენდის კონცეფციასთან შესაბამისი ვიზუალური მასალის შექმნა;

  • კლიენტის მიერ მოწოდებული მასალების დამუშავება და ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება.

სარეკლამო და საკონსულტაციო მხარდაჭერა

  • 12-კვირიანი სოციალური მედიის კონსალტინგი;

  • გვერდების მართვის პროცესში ყოველდღიური პრაქტიკული მხარდაჭერა;

  • მინიმუმ 3 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და გაშვება Meta Ads Manager-ის საშუალებით;

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;

  • შედეგების რეგულარული ანალიზი — ჩართულობის მაჩვენებლები, გამომწერების ზრდის დინამიკა და საუკეთესო შედეგის მქონე პოსტების იდენტიფიცირება.

ტრენინგი

  • ბენეფიციარის გუნდისთვის 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, კამპანიის რეალურ შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით.

შედეგი

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც მოიცავს სტრატეგიას, კონტენტ-გეგმას, კრეატიულ მასალებს, სარეკლამო კამპანიებსა და შედეგების ანალიზის მექანიზმს. ბენეფიციარის გუნდს გადაეცა შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და ინსტრუმენტები სოციალური მედიის დამოუკიდებელი მართვის გასაგრძელებლად.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.