ვაშლის ჩიფსი - ენკენი

ვაშლის ჩიფსი - ენკენი

Social Media Marketing (SMM) & Strategy

ვაშლის ჩიფსი - ენკენი

„კიბე კონსალტინგმა“ შპს „ჩემპ“-ისთვის განახორციელა კომპლექსური ბრენდინგისა და მარკეტინგული სტრატეგიის მომსახურება, რომლის მიზანი იყო ბრენდის ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბება, საკომუნიკაციო მასალების განვითარება და სოციალური მედიის მართვისთვის საჭირო სტრატეგიული საფუძვლის შექმნა.

განხორციელებული სამუშაოები

ბრენდის ვიზუალური იდენტობა

  • ლოგოს ძირითადი კონცეფციისა და ალტერნატიული ვერსიის შემუშავება;

  • ბრენდბუქის შექმნა ლოგოს გამოყენების წესებით;

  • კორპორატიული ფერთა პალიტრის განსაზღვრა;

  • ძირითადი და დამხმარე შრიფტების შერჩევა და ტიპოგრაფიული სისტემის ჩამოყალიბება.

მარკეტინგული მასალები და შეფუთვა

  • ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შემუშავება;

  • 3 პროდუქტის შეფუთვისა და ყუთის ინდივიდუალური დიზაინის შექმნა;

  • თითოეული პროდუქტისათვის განსხვავებული ვიზუალური კონცეფციისა და ფერთა გადაწყვეტის შემუშავება.

სტრატეგიული დაგეგმვა

  • 3-თვიანი კონტენტ-კალენდრის შემუშავება 2 სოციალური მედიის არხისთვის — ჯამში 24 ერთეული კონტენტი;

  • თვეში 8 პოსტის დაგეგმვა;

  • თითოეული პოსტისთვის თემატიკის, ძირითადი გზავნილის, პლატფორმის, ტექსტის (Social Copy), ფორმატისა და მომზადება/გამოქვეყნების ვადების განსაზღვრა.

ტრენინგი

  • ბენეფიციარის გუნდისთვის 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, პროექტის ფარგლებში მიღებული მიგნებების გათვალისწინებით.

შედეგი

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო სისტემის ძირითადი საფუძველი, რომელიც აერთიანებს ბრენდბუქს, შეფუთვის დიზაინს, ბრენდირებულ მარკეტინგულ მასალებსა და სოციალური მედიის სტრატეგიულ კონტენტ-გეგმას.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.