ძველი როიალი

ძველი როიალი

სოციალური მედიის მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის სტრატეგია

„კიბე კონსალტინგმა“ განახორციელა ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის განვითარების კომპლექსური პროექტი, რომლის მიზანი იყო ბრენდის ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, სოციალური მედიის ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება — ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ბრენდის უნიკალური ღირებულების შეთავაზების (UVP) ჩამოყალიბება;

  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა — ბიზნესმიზნების, აუდიტორიის სეგმენტებისა და საკომუნიკაციო მიმართულებების განსაზღვრა;

  • ბრენდის კომუნიკაციის სტანდარტების ჩამოყალიბება — ბრენდის ხმის ტონის (Tone of Voice), ვიზუალური მიმართულებისა და სტილისტიკის განსაზღვრა;

  • კონტენტ-კალენდრის შემუშავება — პოსტების თემატიკის, სათაურების, შინაარსის, ფორმატებისა და გამოქვეყნების პერიოდების დაგეგმვა;

  • კრეატიული ვიზუალური კონტენტის შექმნა — ბრენდის კონცეფციისა და სტრატეგიული მიმართულების შესაბამისი ვიზუალური მასალების დამზადება, მათ შორის მომხმარებლის მიერ მოწოდებული ფოტომასალის გამოყენებით;

  • სოციალური მედიის კონსალტინგი და მართვის მხარდაჭერა — ყოველდღიური საკონსულტაციო მხარდაჭერა სოციალური ქსელების ეფექტიანად მართვის მიმართულებით;

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია — Meta Ads Manager-ში კამპანიების გამართვისა და განხორციელების პროცესში ტექნიკური და სტრატეგიული მხარდაჭერა;

  • შედეგების ანალიზი და შეფასება — სოციალური მედიის ჩართულობის, აუდიტორიის ზრდისა და კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;

  • ტრენინგი და ცოდნის გადაცემა — დამკვეთის გუნდის გადამზადება სოციალური მედიის დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართვის მიმართულებით.

შედეგი: შეიქმნა ბრენდის ციფრული კომუნიკაციის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური მედიის თანმიმდევრულ მართვას, აუდიტორიასთან ეფექტიან კომუნიკაციას, კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებასა და სარეკლამო აქტივობების შედეგიანობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დამკვეთის გუნდს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად გააგრძელოს სოციალური მედიის მართვა და განვითარება.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.