Supta.ge
საიტების დამზადება
supta.ge-სთვის შიექმნა iOS და Android პლატფორმებისთვის განკუთვნილი ორენოვანი (ქართული და ინგლისური) e-commerce მობილური აპლიკაცია.
პროექტის ფარგლებში შესრულდა აპლიკაციის UI/UX დიზაინი, მობილური დეველოპმენტი (front-end), არსებულ ბექენდთან API-ს მეშვეობით ინტეგრაცია, ტესტირება და აპლიკაციის განთავსება მაღაზიებში.
ძირითადი ფუნქციონალი:
- UI/UX დიზაინი და პროტოტიპირება: მომხმარებლის გზის (User Journey) დაგეგმვა, supta.ge-ს ბრენდბუქის შესაბამისი დიზაინი და ინტერაქტიული UX პროტოტიპი.
- მომხმარებლის მოდული: ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის რეგისტრაცია და ავტორიზაცია SMS (OTP), ელფოსტის, Google-ისა და Apple-ის ანგარიშებით; პროფილისა და მისამართების მართვა.
- B2B/B2C საფასო ლოგიკა: მომხმარებლის ტიპისა და საფასო ჯგუფის (საცალო, მცირე საბითუმო, საბითუმო) მიხედვით ფასებისა და ინფორმაციის ავტომატური ასახვა.
- კატალოგი და ძიება: მთავარი გვერდი (აქციები, ბრენდები, შეთავაზებები), კატეგორიები და ქვეკატეგორიები, ძიება ისტორიით, ფილტრაცია და სორტირება.
- პროდუქტის გვერდი: ფოტო და ვიდეო მასალა, ფასი, მარაგის სტატუსი, ვარიანტები, მსგავსი პროდუქტები და სასურველების სია (Wishlist).
- E-commerce ფუნქციონალი: კალათა და სწრაფი შეკვეთის გაფორმება (Checkout), პრომო-კოდები, ფასდაკლებების სისტემა, შეკვეთების ისტორია და ერთი დაწკაპუნებით განმეორებითი შეკვეთა (Re-order).
- გადახდის სისტემების ინტეგრაცია: საბანკო ბარათით გადახდა (Flitt, iPay), iPay-ის სწრაფი გადახდა მობილურის ნომრით, Apple Pay, Google Pay, კრიპტოგადახდა (CityPay) და ინვოისის გენერირება.
- საკურიერო სერვისების ინტეგრაცია: რეგიონული მიწოდებისთვის ინტეგრაცია საქართველოს ფოსტისა და Trackings.ge-ს API-სთან; მიწოდების საფასურის ავტომატური გამოთვლა შეკვეთის გაფორმებისას მისამართის, რეგიონისა და პროდუქციის წონა-მოცულობის მიხედვით.
- ბექენდთან ინტეგრაცია: supta.ge-ს API-სთან ინტეგრაცია, ნაშთებისა და ფასების რეალურ დროში სინქრონიზაცია, შეკვეთების ავტომატური გადაგზავნა სამართავ პანელში.
- შეტყობინებები და კომუნიკაცია: მარკეტინგული და მომხმარებლის ქცევაზე მორგებული Push-შეტყობინებები (Firebase), ოპერატორთან კომუნიკაცია WhatsApp-ით, ელფოსტითა და პირდაპირი ზარით.
- წარმადობა და სტაბილურობა: სიებისა და ფოტოების ოპტიმიზაცია, ქეშირება, ჩატვირთვის ინდიკატორები (Skeletons), შეცდომებისა და ცარიელი მდგომარეობების დამუშავება, iOS-ისა და Android-ის სპეციფიკისა და სხვადასხვა ეკრანის ზომების გათვალისწინება.
- ტესტირება და განთავსება: QA, UI/UX და უსაფრთხოების ტესტირება, აპლიკაციის განთავსება Apple App Store-სა და Google Play Store-ზე.
გამოყენებული ტექნოლოგიები
React Native, REST API, Firebase (Push), Apple Pay, Google Pay, Flitt, iPay, CityPay, Trackings.ge და საქართველოს ფოსტის API.
ბმული პროექტზე →
მომხმარებლის გამოხმაურება
Supta.ge
დიდი მადლობა Kibe Consulting -ის გუნდს, რომელმაც ჩვენი მობილური აპლიკაცია შექმნა. მათი პროფესიონალიზმი და პროექტისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იყო სასურველი შედეგის მისაღწევად.