როგორც თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი (CFO), სოლომონი სრულად წარმართავს „კიბე კონსალტინგი“- ს შიდა ფინანსურ არქიტექტურას, კაპიტალის მართვასა და კომპანიის კომერციული განვითარების სტრატეგიას. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსურ მდგრადობასა, რესურსების ეფექტიან განაწილებაზე და კომპანიის გრძელვადიან ფინანსურ ხედვაზე. ამავდროულად, საკონსულტაციო პროექტებში სოლომონი უშუალოდ ერთვება კლიენტების ბიზნეს-სტრატეგიის ფორმირების ნაწილში - ეხმარება პარტნიორ კომპანიებს ზრდის სტრატეგიის განსაზღვრაში, ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციასა და მასშტაბირების სწორი მიმართულებების შერჩევაში.
ფინანსურ სექტორში 8-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, ის ფლობს საერთაშორისო სერტიფიკაციას ფინანსურ მოდელირებასა და ბიზნესის შეფასებაში (FMVA®️). სოლომონის ექსპერტიზა აერთიანებს სიღრმისეულ რაოდენობრივ ანალიზს, რისკების სტრუქტურირებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას.
საკონსულტაციო საქმიანობასთან ერთად, სოლომონი კრისტალ ლიზინგში ხელმძღვანელობს კომერციულ გუნდს. როგორც ტექნოლოგიური სტარტაპების თანადამფუძნებელი, ის ეხმარება მზარდ ბიზნესებს სტრატეგიული ხედვის, ფინანსური სიზუსტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სინერგიით შექმნან მდგრადი ზრდა.