მეღვინეობა - ლეკურა
მეღვინეობა - ლეკურა
„კიბე კონსალტინგმა“ შპს „საქართველოს მომარაგების კომპანიისთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება სტრატეგიული დაგეგმვის, კონტენტ-წარმოებისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო კომპანიის ციფრული კომუნიკაციის სტრუქტურიზება და ბრენდის ონლაინ პოზიციონირების გაძლიერება.
განხორციელებული სამუშაოები
სტრატეგია
-
6-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
-
ბიზნესისა და კომუნიკაციის მიზნების განსაზღვრა;
-
სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;
-
ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა.
კონტენტი
-
6-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება — თვეში 8 პოსტი;
-
პოსტების თემატიკის, ფორმატის, არხისა და გამოქვეყნების ვადების დაგეგმვა;
-
10 ბრენდული ვიზუალურ-კრეატიული მასალის შექმნა;
-
კომპანიის ფოტომასალის დამუშავება და სტრატეგიულ კონტენტად გარდაქმნა;
-
კომპანიის პროდუქციის შესახებ 10–12-გვერდიანი საპრეზენტაციო მასალის მომზადება B2B და საპარტნიორო კომუნიკაციისთვის.
სარეკლამო და საკონსულტაციო მხარდაჭერა
-
12-კვირიანი სოციალური მედიის კონსალტინგი და გვერდების მართვის პროცესში პრაქტიკული მხარდაჭერა;
-
3 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და ტექნიკური გაშვება Meta Ads Manager-ში;
-
სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;
-
კამპანიების შედეგების ანალიზი — ჩართულობის დინამიკა, გამომწერების ზრდა და კონტენტის ეფექტიანობა.
ტრენინგი
-
2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;
-
ბენეფიციარის გუნდისთვის სოციალური მედიის დამოუკიდებლად და ხარისხიანად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება.
შედეგი
პროექტის ფარგლებში კომპანიამ მიიღო სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა — სტრატეგია, კონტენტ-გეგმა, ბრენდული მასალები, სარეკლამო კამპანიები და შედეგების შეფასების მექანიზმი, რაც ქმნის საფუძველს ციფრული კომუნიკაციის თანმიმდევრული და დამოუკიდებელი მართვისთვის.
პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.