მეღვინეობა - ლეკურა

მეღვინეობა - ლეკურა

სოციალური მედიის მარკეტინგი

მეღვინეობა - ლეკურა 

„კიბე კონსალტინგმა“ შპს „საქართველოს მომარაგების კომპანიისთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება სტრატეგიული დაგეგმვის, კონტენტ-წარმოებისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო კომპანიის ციფრული კომუნიკაციის სტრუქტურიზება და ბრენდის ონლაინ პოზიციონირების გაძლიერება.

განხორციელებული სამუშაოები

სტრატეგია

  • 6-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;

  • ბიზნესისა და კომუნიკაციის მიზნების განსაზღვრა;

  • სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;

  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა.

კონტენტი

  • 6-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება — თვეში 8 პოსტი;

  • პოსტების თემატიკის, ფორმატის, არხისა და გამოქვეყნების ვადების დაგეგმვა;

  • 10 ბრენდული ვიზუალურ-კრეატიული მასალის შექმნა;

  • კომპანიის ფოტომასალის დამუშავება და სტრატეგიულ კონტენტად გარდაქმნა;

  • კომპანიის პროდუქციის შესახებ 10–12-გვერდიანი საპრეზენტაციო მასალის მომზადება B2B და საპარტნიორო კომუნიკაციისთვის.

სარეკლამო და საკონსულტაციო მხარდაჭერა

  • 12-კვირიანი სოციალური მედიის კონსალტინგი და გვერდების მართვის პროცესში პრაქტიკული მხარდაჭერა;

  • 3 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და ტექნიკური გაშვება Meta Ads Manager-ში;

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;

  • კამპანიების შედეგების ანალიზი — ჩართულობის დინამიკა, გამომწერების ზრდა და კონტენტის ეფექტიანობა.

ტრენინგი

  • 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • ბენეფიციარის გუნდისთვის სოციალური მედიის დამოუკიდებლად და ხარისხიანად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება.

შედეგი

პროექტის ფარგლებში კომპანიამ მიიღო სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა — სტრატეგია, კონტენტ-გეგმა, ბრენდული მასალები, სარეკლამო კამპანიები და შედეგების შეფასების მექანიზმი, რაც ქმნის საფუძველს ციფრული კომუნიკაციის თანმიმდევრული და დამოუკიდებელი მართვისთვის.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.