DS ESTHETIC
ესთეტიკური ცენტრი – DS ESTHETIC
„კიბე კონსალტინგმა“ მეწარმე სუბიექტს გაუწია კომპლექსური საკონსულტაციო და სოციალური მედიის მხარდაჭერის მომსახურება, რომლის მიზანი იყო ბიზნესის ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, ონლაინ კომუნიკაციის სისტემური გამართვა და სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება.
განხორციელებული სამუშაოები
სტრატეგიული დაგეგმვა
-
მინიმუმ 3-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
-
ბიზნესის მიზნებისა და ძირითადი საკომუნიკაციო მიმართულებების განსაზღვრა;
-
სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;
-
ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა;
-
სოციალური მედიისთვის ვიზუალური კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებების ფორმირება.
კონტენტ-მარკეტინგი
-
2-თვიანი დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება;
-
კონტენტის თემატიკის, ფორმატებისა და განთავსების პერიოდების დაგეგმვა;
-
Facebook პლატფორმისთვის 4 დიზაინერული პოსტერის შექმნა;
-
Facebook-ზე 8 პოსტის განთავსების პროცესში პრაქტიკული მხარდაჭერა.
სოციალური მედიის კონსალტინგი
-
სოციალური მედიის არხის შინაარსობრივი გამართვა და ოპტიმიზაცია;
-
სამიზნე აუდიტორიის შერჩევის მიმართულებით კონსულტაცია;
-
მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და დაწყების მხარდაჭერა.
ცოდნის გაზიარება
-
სოციალური მედიის ანგარიშების ეფექტური მართვის მიმართულებით 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;
-
მეწარმისთვის სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება.
შედეგი
პროექტის შედეგად ბიზნესისთვის შეიქმნა სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული საფუძველი — განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებებით, სამიზნე აუდიტორიით, საკომუნიკაციო სტილითა და წინასწარ დაგეგმილი კონტენტით. განხორციელებულმა სამუშაოებმა ხელი შეუწყო ბრენდის ციფრული პოზიციონირების გაძლიერებას და სოციალური მედიის არხების უფრო თანმიმდევრულ და ეფექტურ მართვას.
ეს პროექტი განხორციელდა სააგენტო კოლექტივთან პარტნიორობით და სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით.