მეღვინეობა - „6000 ბი.სი“

მეღვინეობა - „6000 ბი.სი“

სოციალური მედიის მარკეტინგი

მეღვინეობა - „6000 ბი.სი“

„კიბე კონსალტინგმა“ შპს „6000 ბი.სი“-სთვის განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ დაგეგმვას, კონტენტის შექმნას, სოციალური მედიის კონსალტინგსა და გუნდის გადამზადებას.

განხორციელებული სამუშაოები

სტრატეგიული დაგეგმვა

  • 6-თვიანი კონტენტ-კალენდრის შემუშავება 2 სოციალური მედიის არხისთვის — თვეში 8 პოსტი;

  • თითოეული პოსტისთვის თემატიკის, ფორმატის, გამოქვეყნების თარიღის, დედლაინისა და ძირითადი კრეატიული იდეის განსაზღვრა;

  • კონტენტის დაგეგმვა ბრენდის მიმართულებისა და დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

კონტენტის შექმნა

  • 24 ერთეული კრეატიული ვიზუალური მასალის შექმნა;

  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალების დამუშავება და ორიგინალური დიზაინის შემუშავება;

  • ვიზუალური კონტენტის ბრენდის კონცეფციასა და საკომუნიკაციო სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა.

სოციალური მედიის კონსალტინგი და ანალიზი

  • 12-კვირიანი სოციალური მედიის საკონსულტაციო მხარდაჭერა;

  • სოციალური ქსელების მართვის პროცესში ყოველდღიური პრაქტიკული მხარდაჭერა;

  • 3 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და ტექნიკური გაშვება Meta Ads Manager-ში;

  • კამპანიების ტექნიკური და შინაარსობრივი მხარდაჭერა;

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;

  • შედეგების ანალიტიკური შეფასება — ჩართულობის მაჩვენებლები, გამომწერების ზრდის დინამიკა და კონტენტის ეფექტიანობა.

გუნდის გადამზადება

  • ბენეფიციარის გუნდისთვის 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, კამპანიის მიმდინარეობისას მიღებული მიგნებებისა და შედეგების საფუძველზე.

შედეგი

პროექტის ფარგლებში კომპანიამ მიიღო სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც აერთიანებს კონტენტ-სტრატეგიას, დაგეგმილ კრეატიულ მასალებს, სარეკლამო კამპანიებსა და შედეგების ანალიზის მექანიზმს. გუნდის გადამზადებამ კი შექმნა საფუძველი აღნიშნული პროცესების დამოუკიდებლად გაგრძელებისთვის.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.