მეღვინეობა - ბაადური 1933

მეღვინეობა - ბაადური 1933

სოციალური მედიის მარკეტინგი

მეღვინეობა - ბაადური 1933

„კიბე კონსალტინგმა“ ი/მ „ბაადურ მეღვინეობა 1933“-სთვის განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება ბრენდის განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო ბრენდის ვიზუალური იდენტობის განახლება და ციფრული კომუნიკაციის სტრუქტურიზება.

 

განხორციელებული სამუშაოები

ბრენდის იდენტობა

  • ლოგოს განახლებული კონცეფციის შემუშავება — ძირითადი და ალტერნატიული ვერსიები;

  • ბრენდბუქის შექმნა გამოყენების სტანდარტებით;

  • კორპორატიული ფერთა პალიტრისა და ტიპოგრაფიის განსაზღვრა;

  • ბრენდის ვიზუალური სტილის თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სტრატეგია და კონტენტი

  • 3-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;

  • კომუნიკაციის მიზნების განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;

  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა;

  • დეტალური კონტენტ-კალენდრის შემუშავება — თვეში 8 პოსტი;

  • 4 ბრენდული ვიზუალურ-კრეატიული მასალის შექმნა, მეღვინეობის იდენტობისა და პროდუქციის გათვალისწინებით.

სარეკლამო და საკონსულტაციო მხარდაჭერა

  • 4-კვირიანი სოციალური მედიის კონსალტინგი ორ სოციალურ ქსელზე;

  • გვერდების მართვის პროცესში პრაქტიკული მხარდაჭერა;

  • 2 სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და ტექნიკური გაშვება Meta Ads Manager-ში;

  • სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაცია;

  • კამპანიების შედეგების ანალიზი — ჩართულობის დინამიკა, გამომწერების ზრდა და სარეკლამო აქტივობის ეფექტიანობა.

ტრენინგი

  • 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;

  • მეღვინეობის გუნდისთვის სოციალური მედიის დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება, პროექტის ფარგლებში მიღებული მიგნებების გათვალისწინებით.

შედეგი

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა განახლებული ბრენდის ვიზუალური იდენტობა და სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც აერთიანებს ბრენდბუქს, საკომუნიკაციო სტრატეგიას, კონტენტ-გეგმას, კრეატიულ მასალებსა და სარეკლამო აქტივობებს.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.