მეღვინეობა - შალაურის ღვინის მარანი
მეღვინეობა - შალაურის ღვინის მარანი
„კიბე კონსალტინგმა“ შპს „შალაურის ღვინის მარნისთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო კომპანიის მარკეტინგული მიმართულების გაძლიერება, სოციალური მედიის ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ციფრულ სივრცეში ბრენდის პოზიციონირების გაუმჯობესება.
განხორციელებული სამუშაოები
სტრატეგიული დაგეგმვა
-
სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
-
საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ძირითადი საკომუნიკაციო მიმართულებების განსაზღვრა;
-
სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;
-
ციფრული არხების განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
-
1-წლიანი მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება.
კონტენტ-მარკეტინგი და ვიზუალური კომუნიკაცია
-
სოციალური მედიისთვის 24 პროფესიული დიზაინერული პოსტის შექმნა;
-
ვიზუალური მასალების ბრენდის იდენტობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
-
კონტენტის სამიზნე აუდიტორიის ინტერესებსა და ბრენდის საკომუნიკაციო მიზნებზე მორგება.
სოციალური მედიის არხების გამართვა
-
Facebook და Instagram არხების ტექნიკური და შინაარსობრივი გამართვა;
-
სოციალური მედიის არხების შესაბამის სამიზნე აუდიტორიაზე მორგება;
-
სარეკლამო კამპანიების სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
-
ციფრული კომუნიკაციის პროცესების გაუმჯობესება.
საკონსულტაციო მხარდაჭერა
-
2-თვიანი საკონსულტაციო მხარდაჭერის განხორციელება;
-
კომპანიის გუნდის ჩართულობა მარკეტინგული გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და მიღების პროცესში;
-
პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება მარკეტინგისა და სოციალური მედიის ეფექტური მართვის მიმართულებით.
ცოდნის გაზიარება
-
2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება;
-
კომპანიის გუნდისთვის სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება.
შედეგი
პროექტის შედეგად კომპანიამ მიიღო მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ დაგეგმვას, ციფრულ კომუნიკაციას, სარეკლამო აქტივობებსა და კონტენტ-მარკეტინგს.
შემუშავებული სტრატეგიული და პრაქტიკული ინსტრუმენტები კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართოს ციფრული არხები, განავითაროს ონლაინ პოზიციონირება და გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს მომხმარებელთან კომუნიკაცია.
პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.