სარემონტო კომპანია - კორიდორი

სარემონტო კომპანია - კორიდორი

სოციალური მედიის მარკეტინგი

სარემონტო კომპანია - კოლიდორი

„კიბე კონსალტინგმა“ კომპანია „კორიდორისთვის“ განახორციელა კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურება ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო კომპანიის ციფრული არხების განვითარება, ონლაინ ხილვადობის გაძლიერება და გაყიდვებისთვის საჭირო მარკეტინგული ინსტრუმენტების გამართვა.

განხორციელებული სამუშაოები

ციფრული არხები და ანალიტიკა

  • კომპანიის ბიზნეს-პროფილის შექმნა და სრულყოფილი გამართვა Yandex Business პლატფორმაზე;

  • კომპანიის ინფორმაციის სტრუქტურირება და პროფილის ოპტიმიზაცია;

  • ვებგვერდის ინტეგრაცია Yandex Metrica-სთან მონაცემთა კორექტული ანალიზისთვის.

სტრატეგია

  • 3-თვიანი სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;

  • კომუნიკაციის მიზნების განსაზღვრა და სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია;

  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) და ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა.

Pinterest

  • კომპანიის Pinterest არხის განვითარება და სტრუქტურირება;

  • 8 პროდუქტის კატეგორიისთვის პროფესიონალური ვიზუალური კონტენტის შექმნა — თითოეულ კატეგორიაზე 5 ერთეული;

  • Pinterest Business ანგარიშის სარეკლამო ფუნქციონალის გამართვა.

სარეკლამო და საპრეზენტაციო მასალები

  • 60-გვერდიანი ბრენდირებული სარეკლამო კატალოგის მომზადება PDF ფორმატში;

  • დამატებითი თემატური კატალოგების მომზადება — თითოეული 10 გვერდის მოცულობით;

  • ყველა მასალის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ტრენინგი

  • 2-საათიანი პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სოციალური მედიის შემდგომ მართვაზე;

  • პრაქტიკული ცოდნისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაზიარება პროექტის ფარგლებში მიღებული მიგნებებისა და შედეგების საფუძველზე.

შედეგი

პროექტის ფარგლებში განვითარდა კომპანიის ციფრული მარკეტინგის ინფრასტრუქტურა, მათ შორის Yandex Business და Yandex Metrica, Pinterest-ის ბიზნეს-არხი, სარეკლამო ფუნქციონალი და ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალები, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააგრძელოს ციფრული არხების დამოუკიდებელი და სტრუქტურირებული მართვა.

პროექტი განხორციელდა სააგენტო „კოლექტივთან“ პარტნიორობით და „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით.